|
წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს საპატრიარქო, ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია’’ არის საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას სახელმწიფო სტანდარტებისა და ქრისიტიანული ღირებულებების შესაბამისად ზოგასაგანმანათლებლო სწავლების სამივე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია დაფუძვნდა 1995 წელს.
1996 წელს გიმნაზიაში გაიხსნა პირველი კლასი.
2007 წელს გიმნაზიამ პირველი გამოშვება იზეიმა.
გიმნაზიის ძირითადი მიზნებია: სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის მაღალი ხარისხი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მატერილაურ–ტექნიკური ბაზა, მაღალკვალიფიციური კადრები, მართვის სწორი ფორმები, სულიერად ჯანსაღი, ქრისტიანული მსოფლმხედველობრივი გარემოს შექმნა გიმნაზიაში.
გიმნაზია ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ აქვს თვითმყოფადობის დამადასტურებელი განსაკუთრებული მისია და მისგან გამომდინარე, შემუშავებული აქვს საკუთარი ხედვა და კონცეფცია სწავლა–სწავლებისა და აღზრდის საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის აღსაზრდელებს აერთიანებთ მართლმადიდებლობის სარწმუნოებრივი ნიშანი და გიმნაზიაში ირიცხებიან საქართველოს ეკლესიის მოძღვართა რეკომენდაციებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვა სარწმუნოებისა და კონფესიებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების გამომუშავებას, რადგან გიმნაზიის მიზანია დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული, წიგნიერი და საბოლოო ჯამში, ტოლერანტი მოქალაქეების ჩამოყალიბება, რომლებიც იქნებიან საზოგადოების ღისეული წევრები როგორც სასულიერო, ასევე საერო ასპარეზზე. უწინარესად საქართველოსა და საკუთარი რეგიონისთვის.
გიმნაზიას უპირატეს მიზნად დასახული აქვს მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული ეროვნული ტრადიციებისა და იდენტობის განმტკიცება, კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების გამოცდილების აღდგენა თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, კეთილი ჩვევების: მოწყალების გაცემის, მშობლების, უფროსებისა და წინაპრების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობისა და ა.შ. გამომუშავება, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის შეჯერება, თეორიული და პარაქტიკული შრომითი უნარ–ჩვევების, შრომითი კულტურის გამომუშავება, პრაქტიკული საქმიანობა (მიწასთან, მცენარეებთან და ცხოველებთან უშუალო კონტაქტით, მოვლით), წიგნთან დაახლოების მიზნით საბიბლიოთეკო უნარ–ჩვევების დაუფლება და სიმბოლური აზროვნების გამომუშავება.
გიმნაზია თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის, თუ მისი კურდამთავებული მაღალი (ზოგადსაგანმანათლებლო) სტანდარტის მქონე განათლების მიღებასა და მომავალი ორიენტირების სწორად ჩამოყალიბებასთან ერთად, გლობალიზაციისა და ტექნიკური პროგრესის პირობებში შეძლებს ეროვნული სულისა და ჯანსაღი ტრადიციების შენარჩუნებას.
|